ქეთი დალინკევიჩი

კლინიკური ფსიქოლოგი, ცენტრის ხელმძღვანელი

განათლება და კვალიფიკაცია
• კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი
• საქართველოსა (GGPA) და ამერიკის (AGPA) ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის აქტიური წევრი
• საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის (GABP) აქტიური წევრი
• სხეულზე ორიენტირებული თერაპიის, ბიოსინთეზის, საერთაშორისო პროგრამის მონაწილე

პროფესიული გამოცდილება
• ქეთის თერაპიული პრაქტიკა იწყება 2014 წლიდან და მოიცავს მუშაობის მრავალფეროვან სპექტრს;
• მან კლინიკური პრაქტიკა დაიწყო კრიზისულ სამსახურში;
• მას აქვს სკოლაში სუპერვიზორად მუშაობის გამოცდილება;
• ქეთის აქვს რამდენიმე კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება;
• იგი აქტიურად არის ჩართული სტუდენტების პრაქტიკული კურსის ფასილიტაციაში;
• მას აქტიურად იწვევენ ლექციების ჩასატარებლად სხვადასხვა სივრცეში;
• ქეთი არის „ემოციების დიდი წიგნის“ ავტორი.

თერაპიული მიდგომა
• ფსიქოდინამიკური
• არტ-თერაპია
• თამაშით თერაპია
• სხეულზე ორიენტირებული თერაპია