ინტერვიზია არის კოლეგებს შორის პროფესიული გამოცდილებისა და კლინიკური შემთხვევების გაზიარების სივრცე, რომელიც ხელს უწყობს ახალი პერსპექტივების აღმოჩენას, კლინიკური აზროვნებისა და პროფესიული თვითრეფლექსიის განვითარებას.
ვისთვის არის ჯგუფი?
პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტებისთვის, განურჩევლად თეორიული მიმართულებისა და სამუშაო გამოცდილებისა. ჯგუფში შესაძლებელია მუშაობა ბავშვებთან, მოზარდებთან და ზრდასრულებთან დაკავშირებულ შემთხვევებზე.
რას მოიცავს ჯგუფი?
- კლინიკური შემთხვევების განხილვას და სხვადასხვა პერსპექტივიდან გააზრებას;
- თერაპიული პროცესისა და ურთიერთობის სირთულეების განხილვას;
- ეთიკური დილემებისა და პროფესიული საზღვრების გააზრებას;
- კოლეგების გამოცდილების გაზიარებას;
- პროფესიულ თვითრეფლექსიასა და კლინიკური აზროვნების განვითარებას.
🕒 კვირაში 1 შეხვედრა, ყოველ ოთხშაბათს (დრო შეთანხმებით);
⏱️ თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
📆 ინტერვიზიების რაოდენობა: 4 შეხვედრა
🧾 ღირებულება: 225 ₾
📍 მისამართი: ქ. თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა №77
____________________________________________________________________________________________________________
ჯგუფში მონაწილეობა ეფუძნება კონფიდენციალურობის, განსხვავებული პროფესიული პოზიციების პატივისცემისა და არაშემფასებლური დიალოგის პრინციპებს. განხილვისას გამოიყენება მხოლოდ კლიენტის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ინფორმაცია.
ჯგუფში მიღება
მონაწილეთა შერჩევა ხდება წინასწარი მოკლე გასაუბრების საფუძველზე, რომლის მიზანია პროფესიული გამოცდილებისა და ჯგუფის ფორმატთან შესაბამისობის გაცნობა.
შეხვედრებზე სარეგისტრაციოდ, მონიშნეთ ღილაკი :” შემდეგი” და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა