მედიცინა მხოლოდ პროფესიული ცოდნისა და გადაწყვეტილებების სფერო არ არის . ყოველდღიური კლინიკური გამოცდილება ექიმის ემოციებზე, პირად ცხოვრებასა და პროფესიულ იდენტობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
რეფლექსიური ჯგუფი ექიმებისთვის არის უსაფრთხო და კონფიდენციალური სივრცე, სადაც შესაძლებელია რთული პროფესიული გამოცდილების გაზიარება, ემოციების გააზრება და კოლეგებთან საერთო გამოცდილების აღმოჩენა.
ჯგუფი ეფუძნება ფსიქოდინამიკურ და მხარდამჭერ მიდგომას და მიმართულია:
- პროფესიული გადაღლისა და ემოციური დატვირთვის შემცირებისკენ;
- რთული კლინიკური გამოცდილებების დამუშავებისკენ;
- ემოციების გაცნობიერებისა და ვერბალიზაციისკენ;
- კოლეგიური მხარდაჭერის გაძლიერებისკენ;
- პროფესიული იდენტობისა და მდგრადობის გაძლიერებისკენ;
- პაციენტებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი ემოციური რეაქციების უკეთ გააზრებისკენ.
ჯგუფში განიხილება ისეთი გამოცდილებები, როგორიცაა რთული პაციენტები, დანაკარგი და სიკვდილი, ბრაზი, ემოციური დაცარიელება, პროფესიული საზღვრები, პირად ცხოვრებაში სამუშაოს გავლენა და საკუთარი მოწყვლადობის მიღება.
ჯგუფის მიზანი არ არის კლასიკური ფსიქოთერაპია ან კლინიკური სუპერვიზია. ეს არის სივრცე რეფლექსიისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული მდგრადობის გასაძლიერებლად.
რას მიიღებენ მონაწილეები:
- მხარდაჭერას სხვა მშობლებისგან, რომლებიც მსგავს სირთულეებს გადიან;
- სივრცეს, სადაც შეიძლება ემოციების უსაფრთხოდ გამოხატვა და „ვენტილაცია“;
- ცოდნას ბავშვის განვითარების სტადიებზე და მშობლის რეალისტურ როლზე;
- უკეთეს გააზრებას, რა არ არის „იდეალური“, მაგრამ არის „საკმარისად კარგი“;
- რესურსებს, როგორ გაუმკლავდნენ გადაღლას, ემოციურ გადაწვასა და თვითდანაშაულს;
- გამოცდილებას, რომ მარტო არ არიან და მათი განცდები ნორმალურია, დანახული და გაზიარებული
👤 ფასილიტატორი: გიორგი ჭანტურია
📆 შეხვედრების რაოდენობა: 8 შეხვედრა
⏱️ ხანგრძლივობა: თითოეული შეხვედრა — 2 საათი
💳 ღირებულება: 390 ₾
📍 მისამართი: თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქ. №77