თანამედროვე საზოგადოებაში კვებასთან დაკავშირებული სირთულეები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და კომპლექსური საკითხია,როგორც ჯანმრთელობის, ისე სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური კუთხით. მისი აქტუალობა განპირობებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, როგორიცაა: ცხოვრების აჩქარებული ტემპი, ქრონიკული სტრესი, კულტურული და სოციალური მოლოდინები ადამიანის ვიზუალის შესახებ. ეს ფაქტორები ხშირად იჩენს თავს სწორედ კვებით სირთულების, სირცხვილისა და დანაშაულის განცდის სახით. ისინი მოქმედებენ როგორც ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ისე სოციალურ ფუნქციონირებასა და ჯანმრთელობაზე.
Back